სიახლეები და მოვლენები

27-06-2011

თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

26 ივნისს, 16:00 საათზე, ტურისტული კომპანია თებულოტურის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, გაიმართა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს.

ხსოვნის საღამოზე მონაწილეობდნენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. სპეციალურად საღამოსათვის დამზადდა ხევსურული ლუდი.

2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.

ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!




საღამოს ამსახველი ფოტო მასალა:




ფოტომასალა მოგვაწოდა მალხაზ რაზმაძემ, რისთვისაც რედაქცია დიდ მადლობას უხდის





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება