სიახლეები და მოვლენები

19-09-2011

კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი

2011 წლის 24 სექტემბერს, დილით კრწანისის ველზე, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის.

დილიდანვე კრწანისის ველზე მოგროვდებიან ცალკეული საგვარეულო კავშირები თავისი დროშებით.

მოეწყობა სამასი არაგველის ხატით მსვლელობა კრწანისიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე.

გთხოვთ მობრძანდეთ! შეკრება 24 სექტემბერს, 10 საათზე, 300 არაგველის ობელისკთან.

საქართველოს საგვარეულოთა კავშირის გამგეობა.





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება