ხევისბრები

ფშავი 12 თემად იყო გაყოფილი და თითოეულ თემს გვარის ხევისბერი განაგებდა.




კარატის წვერის ანგელოზი, ფერხისა.

ხევისბერების სათავეში იდგა თავხევისბერი, რომელსაც ყველა ხევისბერი ემორჩილებოდა. თავხევისბერს ეკითხებოდა სათემო საქმეები. ის ხელში ლაშარის დროშით და ჯვრით აფიცებდა და წინ მიუძღოდა საომრად მიმავალ ლაშქარს.

ხევისბერთა შორის საზოგადოებრივ–ადმინისტარციული ფუნქცია ასე იყო განაწილებული: თითოეულ თემში საქმეებს აწესრიგებდა თემის ხევისბერი და გვარის ბჭეები. თუ საქმეს ხევისბერი ვერ გადაჭრიდა ან ეს მისთვის სამძიმო იყო, მაშინ თავხევისბერს მიმართავდნენ, რომლის გადაწყვეტილება თემისათვის სავალდებულო იყო, თავხევისბერს ებარა ლაშარის დროშაც.

ლაშქრობისა და ზავის საქმეს არჩევდა და წყვეტდა თორმეტივე თემის საერთო ყრილობა. რომელსაც ხელმძღვანელობდა თავხევისბერი. ამისთვის იწვევდნენ ყველა თემის ხევისბერებს და გვარის საპატიო მოხუცებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მათურხევასთან დამასტეს მინდორზე ან ღელეში, სადაც ღამის თევით დგებოდნენ და თან თავიანთი სურსათიც მიჰქონდათ, თემების ამ ყრილობაზე წყდებოდა ზავისა და ლაშქრობის საქმე და აქედან თავხევისბრის წინამძღოლი ყველანი ლაშარის გორაზე ადიოდნენ. ლაშარში თავხევისბერი გამოიტანდა დროშას და ყველანი ფიცსა დებდნენ. თუ მტერზე გალაშქრება გადაწყდებოდა, თავხევისბერი ხელში დროშით ლაშქარს წინ მიუძღვოდა და ყველა თემი ერთად იბრძოდა.

 

ყოფილი დიდი ხევისბრები:

 

მოქმედი ხევისბრები:

ლაშარის ჯვარი – ბეგლარ ძებნიაური
იახსარი – ლაზარე ელიზბარაშვილი
კოპალა –კოჭლიშვილი
გოგოლაურთის მთავარმოწამე– ფილიპე ბაღიაური
ცაბაურთის მთავარანგელოზი –
მათურის მთავარანგელოზი – სიკო თადიაური
წყაროსთაველი – კუჭალა წელაური

 


იახსარი. იოსებ ელიზბარაშვილი

იახსარი. იოსებ ელიზბარაშვილი

უძლილაურთა, იოსებ კოჭლიშვილი