მთები

ფშავში მთები თუშეთ-ხევსურეთის მთებთან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ-ია. ამიტომ ფშავში ვერ შეხვდებით მყინვარწვერებს, თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.

უკანაფშავის მთების დასახელებებია: ბორბალო, ბოთანა, ჭიჩო, მისელური,  ქადაოშანა, უბისთვი, წითელო, ახუნი...

 

 

ბორბალოს მთა

 დიდი და პატარა ბორბალოს  მთები მდებარეობენ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე.

დიდი ბორბალოს სიმაღლეა 3294 მ. აგებულია ზედა ლიასის თიხა-ფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები - დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები - ცირკები და კარები - მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია. დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), ფშავის არაგვის (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემო მთები.

მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც - კავკასიური დეკა და ღვია (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე). დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდ. ანდაქის აუზი).

 

პატარა ბორბალო

სიმაღლე 3134 მ მდებარეობა ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი პატარა ბორბალოს სიმაღლეა 3134 მ; მდებარეობს დიდი ბორბალოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება აგრეთვე მდინარეების - ალაზნის (სამხრეთით), ანდაქის (ჩრდილოეთით), თუშეთის ალაზნის (აღმოსავლეთით) შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა.

უკლება დ., ქსე, ტ. 2, გვ. 467-468, თბ., 1977 

 


ბორბალოს მთა

ახუნის მთა

ახუნი, მთა ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე 2267 მ. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზემოთ სუბალპური მდელოა. მთის აღმოსავლეთით ამავე სახელწოდების უღელტეხილზე გადადის ბილიკი ფშავიდან (ჩარგლისწყლის ხეობიდან) ივრის ხეობაში.

ქსე, ტ. 2, გვ. 110, თბ., 1977  

წითელო
სოფ. შუაფხო, წითელოს გორი
  მთაწმინდა
სოფ. შუაფხო. მთაწმინდის თავი
ქადაოშანას მთა
ქადაოშანას მთა
უბისთავი
უბისთავი