საწესჩვეულებო

 

***

ოხერო წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა.
ხორცო, გასუქე გალაღე,
სულო, გაგიხე მტერადა.
არცა- რა კარგი იმან ქნა.
ვინც ოქრო დავა კერადა.

ბინდის ფერია სოფელი
ბინდის ფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.
წამოგეწევა სიბერე.
მგელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალებში გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
სოფელში შემოაღამდე,
ბინდმა ძაღლივით დაგფლითა.
ნეტა, სიცოცხლის მამაგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრიც სხვა გადამხდენია.


***

ჩამოსხდებიან ყორნები,
არ გაირევენ ძერასა,
კაცი ვერსაით წაუვა
თავის ბედსა და წერასა.



 

ნეტავი შემატყობინა

ნეტავი შემატყობინა,
მამა-პაპანი რა ქმნილან.
ან მოყვარული ცოლ-ქმარნი
უდროოდ რისთვის გაყრილან;
დაცლილან ნასახლარები,
ზოგან სულ წმინდათ აყრილან,
ამ სოფელს აღარ დამდგარან,
იმ სოფლის მკვიდრნი შაქმნილან.


* * *

ქალს ნუ ჰკვლევ ჯვარობაშია
ქალს ნუ ჰკლავ ჯვარობაშია,
ტანზედ ნათხოვი აცვია.
ქალი თუ გინდა ლამაზი
დაჰკვლიე ქერის მკაშია.