მდებარეობა

ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში, ჩრდილოეთ განედის 4215'-4230' და აღმოსავლეთის გრძედის 6225'-6250' შორის. მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია.

ფშავს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, რომლითაც იგი გამოყოფილია ჩრდილოეთიდან პირიქითა ხევსურეთისგან, ხოლო აღმოსავლეთიდან - თუშეთისგან.  ფშავს დასავლეთით ესაზღვრება პირაქეთა ხევსურეთი და გუმამაყარ-მთიულეთი, სამხრეთით კი - დუშეთის რაიონი (შიდა ქართლი).

ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია. იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ-ია. ამიტომ ფშავში ვერ შეხვდებით მყინვარწვერებს, თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.

ფშავის კლიმატი  ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლს. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა 5-დან 11 გრადუსამდე მერყეობს. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული თბილი და ცხელია, შემოდგომა კი - მზიანი.

ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და მერყეობს 1000-1200 მმ-ს შორის. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის. ზამთარი იშვიათად არის უხვთოვლიანი. როგორც წესი, თოვლის საფარი 1 მ-ს არ აღემატება, იშვიათად 1,5-2 მ.

რუქის სრული ზომით ნახვა