სიახლეები და მოვლენები

30-09-2010

გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღე

შაბათს, 2 ოქტომბერს, გუდამაყარში, სოფელ ჩოხში ტარდება გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღე.

ავტობუსები გავლენ დილის 10 საათზე, დიღმის მასივიდან ( მაიაკოვსკის ძეგლი). გზა კარგია, მსუბუქი ავტომობილებისთვისაც ადვილი იქნება გადაადგილება. ღონისძიების ორგანიზატორია დუშეთის გამგეობა.

გოდერძი ჩოხელის სულისათვის გაიმართება დოღი, მერე მოხდება სალუდე კოდის დალოცვა (ლუდი მოიხარშება ამ დღისათვის სპეციალურად) მერე კი უკვე ლიტერატურული საღამო. გამოვლენ როგორც მწერლები და მსახიობები, ასევე მუსიკალური ჯგუფები.

წარმოდგენილი იქნება თავად გოდერძის ნაწარმოებები, ნაწყვეტები ფილმებიდან და მოხდება ერთი ახალი წიგნის ვირტუალური წარდგინებაც, რომელიც მალე გამოვა და მთლიანად გოდერძიზე მოგონებებს ეთმობა.





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება