სიახლეები და მოვლენები

09-02-2014

"მადლი ფშაური მიწისა" - დამბალი ხაჭოს და ნატურალური პროდუქტის მესამე გამოფენა–გაყიდვა

2014 წლის 1 თებერვალს 13.00 საათზე თბილისში, აბანოთუბანში, რესტორან "ალანში" ტრადიციულად (უკვე მესამედ) გაიმართება დამბალი ხაჭოს და ნატურალური პროდუქტის გამოფენა–გაყიდვა "მადლი ფშაური მიწისა".

ამ დღეს რესტორნის დარბაზში თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ და შეიძინოთ უნიკალური პროდუქტი დამბალი ხაჭო და ასევე ფშავში დამზადებული სხვა ნატურ-პროდუქტი ყველი, კარაქი, ერბო, თაფლი, ბოსტნეული.


იქვე მოეწყობა ძალიან საინტერესო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება: გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ხელნაკეთი ნივთების სახით - ტრადიციული და სტილიზებული სამოსი და აქსესუარები, მხატვრულად დამუშავებული თექისა და ნატურალური მატყლის ნაწარმი, ხალიჩები და გობელენები.



ამავე დღეს საღამოს ფარგლებში გასაყიდად წარმოდგენილი იქნება:

“ფშაური პოეზიის” რჩეული;

გამომცემლობა “საუნჯეს” მიერ გამოცემული ხვარამზეს კრებული “ვერცხლის თასადამც მაქცია” და ფშაველი ავტორების ახალი წიგნები.



ამ საღამოში მონაწილეობენ ფშავიდან და ფშავლებით დასახლებული ყველა რეგიონიდან ჩამოსული ხაჭოს მკეთებლები და მცირე მეწარმეები, სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ექსპრომტად შესრულდება განთქმული ფშაური კაფიობა ფშაველ მოკაფიეთა მონაწილეობით.



ღონისძიებაზე მოწვეული არიან კულტურის და რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ტურიზმის, დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოები, საელჩოები, შვეიცარიის დახმარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აცადემია “ელკანა”, ტურისტული სააგენტოები, კულტურისა და საზოგაოდების გამოჩენილი წარმომადგენლები.




ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო კავშირი "ჩვენი ფშავი"

საკონტაქტო რელ. 593 903940 მარიამ ხუცურაული





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება